პოსტის მიზანია დავიცვათ საკუთარი ვებ სერვერი syn flood პირდაპირი შეტევებისგან, (iptables-ის დონეზე) და რამოდენიმე რჩევა syn spoofing ის დროს ასეთი შეტევების ძირითადი მიზანია Dos -ის მიღწევა.
ეს შეტევა დაფუძვნებულია TCP კავშირის დამყარების პრინციპზე, როდესაც თქვენ შედიხართ ბროუზერით ვებ-გვერდზე – თქვენ აგზავნით SYN (synchronize) პაკეტს სერვერზე, სერვერი კი ამ დროს იმყოფება Listening რეჟიმში და უსმენს კონკრეტულ პორტს, როდესაც სერვერი მიიღებს თქვენს SYN პაკეტს ის პასუხობს SYN-ACK (synchronize acknowledged) პაკეტით და გიგზავნით ისევ თქვენ, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა სინქრონიზაციაზე მიღებულია, ამის შემდეგ თქვენ აგზავნით პროცედურის დამასრულებელ პაკეტს – ACK (acknowledge) სერვერთან და ნანატრი TCP კავშირი დგება თქვენს და დაშორებულ სერვერს შორის, სინამდვილეში ეს ისე სწრაფად ხდება, რომ თქვენ გაანალიზებას ვერ ასწრებთ გვერდი ისე იტვირთება თქვენს ბოუზერში. სწორედ ამას ეწოდება “TCP 3-Way Handshake” კავშირი ან ქართულად “სამგზის კავშირი” :), ამ სამგიზს კავშირიდან თითოეული პროცესი ექვემდებარება გარკვეულ კრიტრერიუმებს მაგ: განსაზღვრულია კავშირის ვადა (time-out). Read the rest of this entry »

Linux ოპერაციულ სისტემებში შესაძლებელია partition-ის შემდგომში “დანაყოფი” (დროა ქართულადაც ვიცოდეთ ამ სიტყვების მნიშვნელობები :z ) მოხერხებული-ადვილი-გრაფიკული მართვა, მაგ. ზომის გაზრდა/შემცირება, parttition tables შექმნა, შემოწმება შეცდომებზე და სხვა მრავალი სასარგებლო ოპერაციის გაკეთება commandline-ის გარეშე, მააგრამ linux ჯერ-ჯერობით რჩება სერვერ ოპერაციულ სისტემად და შესაბამისად ხშირად სერვერებზე გრაფიკული გარსი არ არის გაშვებული (99.99% არც არის საჭირო). Read the rest of this entry »
საიტების უმრავლესობა არ ტყდება SQL Injection, XSS, XMLRPC, ან HTTP სერვერის ბაგების გამო, ისინი ტყდება მარტივი გადასინჯვის მეთოდით ftp სერვერზე, ssh-ზე (“ტუპოი პერებორით”). სცენარი მარტივია: ირჩევა სამიზნე საიტები, ეშვება პაროლების გადასინჯვის პროგრამა “შემტევის” ლოკალურ კომპიუტერზე ან რომელიმე გატეხილ სერვზე, ციკლი აგენერირებს მომხმარებლის სახელებს და პაროლებს და სინჯავს -უგზავნის მათ სამიზნე სერვერს სანამ არ მოხდება პაროლის დამთხვევა. ეს ციკლი შეძლება რამოდენიმე დღე გრძელდებოდეს წამში 10 ან მეტი გადასინჯვის ინტრევალით.
ქართული web რეალობა: ტყდება რამოდენიმე საიტი, მერე კიდევ მათი გარკვეული რაოდენობა, შემდეგ კიდევ რამოდენიმე და ცოტა ხანში ირკვევა, რომ გატეხილა ჰოსტინგი და არა უშუალოდ საიტები. ამის შემდეგ “შემტევს” ანუ ადამიანს ვინც ეს მარტივი ციკლი გაუშვა აქვს ტოტალური კონტროლი ყველა საიტზე რაც ამ ჰოსტინგზეა განთავსებული. მარტივი და ეფექტური გამოსავალი ასეთ სიტუაციში არის iptables გამოყენება. Iptables -ს საშუალებით შეგვიძლია შევზღუდოთ კავშირების რაოდენობა დროის მიხედვით (შეტევის მცდელობების რაოდენობა). ჩავწეროთ ლოგებში შეტევის მცდელობები და სამუდამოდ ავკრძალოთ წვდომა შემტევის IP მისამართი(ები)დან. Read the rest of this entry »